" სასამართლოში არსებული კლანი სიმსივნეა, რომელიც უკვე ადის თავში" - ადვოკატები

04 სექტემბერი 2019, 17:08 1298 ნახვა

იუსტიციის საბჭოსთან, სადაც მოსამართლე და არა მოსამართლე წევრები უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიას ადგენენ, დამოუკიდებელი ადვოკატების აქციის ფონზე მიმდინარეობს. ადვოკატები აპროტესტებენ კლანურ მმართველობას სასამართლო სისტემაში და ამბობენ, რომ "კლანი" ცდილობს მისი წევრები უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეებად დანიშნოს. 

დამოუკიდებელი იურისტთა ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი, კლანს სასამართლოს სიმსივნედ მოიხსენიებს და პარლამენტს სთხოვს, აღიაროს ამ სისტემაში არსებული კლანის არსებობა.

"ჩვენ პარლამენტში შევიტანეთ რეზოლუცია, რომ პარლამენტმა აღიაროს სასამართლოში არსებული კლანი. კლანი ეს არის სასამართლოში არსებული სიმსივნე, რომელიც ვითარდება და დღეს უნდა ავიდეს უზენაესი სასამართლოს თავში. სიმსივნე რომელიც არის ფილტვებში და თირკმელში. დღეს კი თავში უნდა ავიდეს - ანუ უნდა დაინიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც არიან კლანის წევრები" - ამბობს ადვოკატი. 

მიიჩნევს, რომ სასამართლოში  სიმსივნური წარმონაქმნი ვითარდება, იზრდება, ძლიერდება და მას ახლა სჭირდება შეჩერება. 

"იმისთვის, რომ გახდე მოსამართლე ამ კლანს უნდა აღუთქვა ერთგულება და ამ შემთხვევაში ისინი მიგიღებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ან სასამართლო სისტემაში. არ აქვს მნიშვნელობა კომპეტენციას, ცოდნას .... თუ კლანის წევრი ხარ, რაც უფრო მეტი კომპეტენცია გაქვს უფრო  საშიში ხარ საზოგადოებისთვის, ვინაიდან თავი და სინდისი ერთნაირად გაქვს დამძიმებული, ეს არის ყველაზე უფრო საშიში... სასამართლოში სხედან უზნეო და ჭკვიანი მოსამართლეები, რომლებიც ყველანაირ დაკვეთას შეასრულებენ და გაუპრავებენ" - ამბობს წიქარაშვილი.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ერთადერთი გამოსავალია, საქართველოს პარლამენტმა გააცნობიეროს სასამართლოში არსებული პრობლემა და მისცეს პოლიტიკური შეფასება. 

საქართველოს მოსახლეობამ გაიგოს თუ რას ნიშნავს უსინდისო მოსამართლე, ჩვენ ეს უკვე გავიგეთ გასული ცხრა წლის განმავლობაში,,,, გავიგეთ შვიდი წლის განმავლობაშ და მომავალი 40 წელი არ უნდა მივცეთ უსინდისო მოსამართლეებს სასამართლოში დარჩენის საშუალება.

იუსტიციის უზენაესმა საბჭომ, დღეს მოსამართლეების 20 კაციანი სია დაამტკიცა, რომელიც პარლამენტს უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში