ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა შიმშილობა დაიწყეს

02 სექტემბერი 2019, 18:37 1452 ნახვა

ბათუმში, ნავსადგურის შენობასთან ექვსმა მოქალაქემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო.

ისინი ქალაქში ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებენ.

მოშიმშილეებს შორის არიან ნავსადგურის თანამშრომლებიც. 

შიმშილობის დაწყებას წინ უძღოდა, საზოგადოებრივი მოძრაობა "მწვანე მომავალი საქართველოსთვის" წევრების სოლიდარობის აქცია. 

ნავსადგურის პროფკავშირების თავმჯდომარის ინფორმაციით, ნავსადგურში დასაქმებულების უმრავლესობა ტერმინალის მშენებლობას არ უჭერს მხარს.  

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას 30 ათასი ბათუმელის ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებდნენ.

სწორედ ამდენი ხელწერა შეაგროვეს პროექტის მოწინააღმდეგეებმა. ვატო ნებურიშვილი ამბობს, რომ ეს ხელწერილები ბიძინა ივანიშვილსაც გაუგზავნეს, თუმცა უკვე ყოფილი პრემიერი მინისტრისა და თორნიკე რიჟვაძის ჩართულობით, ამ ხელწერილების იგნორირება მოხდა. 

ნავსადგურის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ადმინისტრაციაში დასაქმებულები არ ეწინააღმდეგებიან ქიმიური ტერმინალის მშენებლობას. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი