ქობულეთში ავტომობილი ხეს შეეჯახა - დაშავდა სამი ადამიანი

02 სექტემბერი 2019, 16:46 7844 ნახვა

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დამარების ბრიგადამ ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, დაშავებულებს სხეულის მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში