რას ამბობს ბახტაძე გახარიას შესაძლო პრემიერობაზე

02 სექტემბერი 2019, 16:09 1922 ნახვა

ახალი პრემიერ მინისტრის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. მამუკა ბახტაძემ დღეს ჟურნალისტებს  უთხრა, რომ 3 სექტემბერს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილება გახმოვანდება. 

ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ახალი პრემიერის შესარჩევად კონსულტაციები გუნდში დღესაც გაიმართება. 

ჟურნალისტი: თქვენთვის სიახლე არ იქნება ის, რომ პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა სახელდება. თუ გქონდათ ამის შესახებ კონსულტაცია? ასევე თქვენი მოსაზრება მაინტერესებს, ბოლო პერიოდის პროტესტის ფონზე, ფიქრობთ თუ არა, რომ საზოგადოება ამ გადაწყვეტილებისთვის მზად არის -  მიიღოს გიორგი გახარია პრემიერის საკმაოდ მაღალ პოლიტიკურ  თანამდებობაზე.

მამუკა ბახტაძე: ბუნებრივია დღეს ეს საკმაოდ აქტუალური თემაა - ვინ იქნება პრემიერ მინისტრობის ახალი კანდიდატი? გიდასტურებთ, რომ არა მხოლოდ მქონდა კონსულტაციები, დღესაც გვექნება, ხვალ დილითაც. ხვალ უკვე საბოლოო პოზიცია იქნება.

ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება კონსულტაციის შინაარსზე საუბარი. აქედან გამომდინარე, მოდით ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ სამშაბათ დილას'' - უთხრა ჟურნალისტს პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი