სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის თანადაფინანსების ახალი პროგრამა დაიწყო  

01 სექტემბერი 2019, 12:15 1134 ნახვა

მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის თანადაფინანსების ახალი პროგრამა იწყება. პირველი აგვისტოდან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტები, სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 80 პროცენტის თანადაფინანსებას ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხების შემთხვევაში, ხოლო 70 პროცენტის თანადაფინანსებას უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში მიიღებენ.

თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობა იმ მეწარმეებს შეეძლებათ, რომლებსაც სასტუმროს მშენებლობის,გაფართოების,აღჭურვის,რემონტის,რეკონსტრუქციის მიზნით სესხი აქვთ აღებული სესხი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში