პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

01 სექტემბერი 2019, 12:11 6442 ნახვა

აჭარაში, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო და 2 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის ჩხრეკისას 80 აბი „მეტადონი“ და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, მეორე დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი 143 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში