უმრავლესობის წევრები „ქართული ოცნების“ ოფისში 18 საათზე შეიკრიბებიან 

01 სექტემბერი 2019, 12:04 1154 ნახვა

დღეს, მმართველი გუნდი უმრავლესობის ფორმატში შეიკრიბება. „ქართული ოცნების“ დეპუტატები აცხადებენ, რომ დღეს, მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პრემიერ მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძე 2018 წლის 14 ივნისს წარადგინა, 20 ივნისს კი პარლამენტმა მისი კანდიდატურა ოფიციალურად დაამტკიცა. იმ შემთხვევაში თუ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ გუნდის მე-4 პრემიერი იქნება, ვინც თანამდებობას დატოვებს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში