გოგონები მაღალმთიანი აჭარიდან საერთაშორისო დონის შეჯიბრისთვის ემზადებიან

31 აგვისტო 2019, 21:01 1251 ნახვა

გოგონები მაღალმთიანი აჭარიდან   საერთაშორისო დონის შეჯიბრისთვის ემზადებიან.  მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე, რომელიც ჩინეთში ჩატარდება, მაგიდის ჩოგბურთში გოგონათა შორის, საქართველოდან, სოფელ ქვედა ვაშლოვანის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდიც  იასპარეზებს.
 

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ  დებთან, თაკო და მარი რიჟვაძეებთან   ერთად ჩინეთში საქართველოს სახელით  წარსდგებიან ლიზი რიჟვაძე და ნინო აბულაძეც.

საზაფხულო არდადეგების მიუხედავად ტიტულის მოსაპოვებლად ისინი ინტენსიურად ვარჯიშობენ.  ხულოს სკოლის გარდა,    ოლიმპიადაში,    ქვეყნიდან 6 სასკოლო გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რეგიონიდან კი მხოლოდ ქვედა ვაშლოვანის სკოლა .  წარმატებულ სპორტსმენებს  ახალი ინვენტარი გადაეცათ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში