სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოსთან სამართალდამცველები იმყოფებიან

31 აგვისტო 2019, 15:00 1433 ნახვა

სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოსთან სამართალდამცველები იმყოფებიან. ადგილზე არსებულ ვითარებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც აკვირდებიან. საოკუპაციო ხაზთან ამ ეტაპზე სიმშვიდეა.

მოლაპარაკებები დეფაქტო რეჟიმთან  მომავალ კვირას  გაგრძელდება. გუშინ, ოკუპირებულ წნელისში გამართულ მოლაპარაკებებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ იმაზე, რომ გადაიდგმება ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისკენ. მანამდე ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სოფელ წნელისში საგუშაგო განთავსდება.

ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა საქართველოს ულტიმატუმი 29 აგვისტოს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე წაუყენა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ბლოკპოსტის დაშლა და საქართველოსგან პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვა.

საოკუპაციო რეჟიმის ულტიმატუმს, ბლოკპოსტის აღებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილი, საქართველოს ხელისუფლების არ გაღიზიანების პოლიტიკით ხსნის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი