რატო არ გვაქვს ამ დრომდე შეწყალების ახალი კონცეფცია?

30 აგვისტო 2019, 21:13 1212 ნახვა

პრეზიდენტი პატიმრების   შეწყალების უფლებით და  კომისიის გარეშე. სალომე ზურაბიშვილის მიერ, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების შემდეგ, საზოგადოებაში კიდევ ერთი ლოგიკური კითხვა გაჩნდა-ვინ აწვდის პრეზიდენტს შესაწყალებელთა სიას, მაშინ როცა მისი გადაწყვეტილებით კომისია დაიშალა, ეს უფლებამოსილება კი, ამ ეტაპზე, არცერთ უწყებას არ მინიჭებია.

საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის გაუქმებული კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ ზურაბიშვილმა კომისიის გაუქმებით, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რაც პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის გათავისუფლებაში გამოიხატა და რაც მათი აზრით, შესაძლოა, მისი იმპიჩმენტის მიზეზი გახდეს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში