მონაკოში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება

29 აგვისტო 2019, 19:25 1685 ნახვა

მონაკოში ჩემპიონთა ლიგის, ახალი სეზონის, ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის ცერემონია გაიმართება. გუშინ დასრულდა ფლეი ოფის ბოლო მატჩები და კენჭისყრის ყველა გუნდი ცნობილი გახდა. კენჭისყრაზე 4 კალათაში 32 კლუბი იქნება გადანაწილებული. ცერემონია თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შერჩევის შემდეგ კლუბები 4 გუნდიან რვა ჯგუფში გადანაწილდებიან.

წელს ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისისს, იტალიას, ესპანეთს და გერმანიას ოთხ-ოთხი კლუბი ეყოლებათ. საფრანგეთი, პორტუგალია , უკრაინა და რუსეთი ორ-ორი კლუბით გამოვლენ, ხოლო ერთი გუნდით: ავსტრია, სერბეთი, ბელგია, თურქეთი, დანია, ჰოლანდია, შოტლანდია და ხორვატია იასპარეზებენ.

დღეს ასევე ცნობილი გახდება უეფას საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა. ტიტულისთვის ვირჯილ ვან დეიკი , კრისტიანო რონალდო და ლეო მესი იბრძვიან.

 

I კალათი

ლივერპული (ინგლისი)

ჩელსი (ინგლისი)

ბარსელონა (ესპანეთი)

მანჩესტერ სიტი (ინგლისი)

იუვენტუსი (იტალია)

ბაიერნი (გერმანია)

პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი)

ზენიტი (რუსეთი)

 

II კალათი

რეალი (ესპანეთი)

ატლეტიკო (ესპანეთი)

დორტმუნდი (გერმანია)

ნაპოლი (იტალია)

შახტარი (უკრაინა)

ტოტენჰემი (ინგლისი)

აიაქსი (ჰოლანდია)

ბენფიკა (პორტუგალია)

 

III კალათი

ლიონი (საფრანგეთი)

ლევერკუზენი (გერმანია)

ზალცბურგი (ავსტრია)

ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)

ბრიუგე (ბელგია)

ვალენსია (ესპანეთი)

ინტერი (იტალია)

დინამო ზაგრები ( ხორვატია)

 

IV კალათი

ლოკომოტივი (რუსეთი)

გენკი (ბელგია)

გალათასარაი (თურქეთი)

ლაიპციგი (გერმანია)

სლავია (ჩეხეთი)

ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)

ატალანტა (იტალია)

ლილი (საფრანგეთი)

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში