''ბათუმის შავის ზღვის ხელოვნების ფესტივალი“

29 აგვისტო 2019, 18:03 2064 ნახვა

ტრადიციული ფესტივალი შეცვლილი სახელით.  უკვე მეშვიდედ „ბათუმის მუზიკ ფესტი“ ახალი სახელწოდებით, ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი  პირველ სექტემბერს გაიხსნება. ბათუმს ეწვევა ცნობილი ფრანგი მუსიკოსი მიშელ სონი, რომელიც ფესტივალის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის მასტერკლასებს გამართავს.

ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გაიმართება წარმოშობით ქართველი, ფრანგი მხატვრის ანრი მაჭავარიანის გამოფენა.

გაიმართება გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო და წიგნის პრეზენტაცია. ასევე მოეწყობა არტ-ბანაკი ახალგაზრდებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ფესტივალი პირველ სექტემბერს ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში