გადაწყვეტილება გაუგებარია - დეპუტატი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება

29 აგვისტო 2019, 15:14 1399 ნახვა

საქართველოს პარლამენტის  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება გაუგებარია. 

თუმცა დეპუტატი ამბობს, რომ ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა.

„იცით, რომ პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა. მისი კონსტიტუციური უფლებაა, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. ჩემთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია. ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა დეპუტატმა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.  მსჯავრდებული,  სალომე ზურაბიშვილმა 5 წლის შემდეგ შეიწყალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობის ღამეს პოლიციელი კლუბში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა მას თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. ის სწორედ ამ იარაღიდან გასროლით დაიღუპა.

სამივე ინსტანციამ დევაძე დამნაშავედ სცნო და მას 2015 წელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში