ბექა ღვინიაშვილი ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა

29 აგვისტო 2019, 13:32 1903 ნახვა

იაპონიაში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს 90 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა იასპარეზა. ქართველმა ძიუდოისტმა პირველი მეტოქე ინდოელი დევილალ მისტრი მარტივად დაამარცხა. ამის შემდეგ კი, მოულოდნელად ჰოლანდიელ იესერ სმინკთან იპონით დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.

ხვალ 100 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ჩაერთვება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში