ერგნეთში სადამკვირვებლო მისიის მორიგი შეხვედრა იმართება

29 აგვისტო 2019, 12:20 1177 ნახვა

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრა იმართება. შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში უწევენ თანათავმჯდომარეობას.

შეხვედრას ესწრებიან ქართული და რუსული მხარის უწყებების წარმომადგენლები, ასევე, ოსური მხარის ე.წ. უწყებების წარმომადგენლები.

როგორ იცით გუშინ ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, სოფელ წნელისთან ახლოს, ჯავშანმანქანების გადაადგილება ადგილობრივებმა  შენიშნეს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში