''ღამის სერენადები'' დღეს დასრულდება

28 აგვისტო 2019, 14:02 1325 ნახვა

ფესტივალი  „ღამის სერენადები“ ბათუმში გრძელდება. კლასიკური მუსიკის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ დიმიტრი შოსტაკოვიჩის კამერული სიმფონია საბერძნეთიდან მოწვეული  პანტელის კოგიამისის დირიჟორობით.

ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე  აჟღერდა ასევე ზოლტან კოდაის დუეტი ვიოლიონოსა და ჩელოსათვის და ანტონიო ვივალდის ორმაგი კონცერტი ვიოლინოსა და ჩელოსთვის.

კონცერტში მონაწილეობდა კამერული ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები“.  კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადების ბათუმური დღეები “ დღეს გალა კონცერტით დაიხურება. ბოლო კონცერტი კი თბილისში გაიმართება. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში