გაერო-ს გენერალურ მდივანს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდეს

28 აგვისტო 2019, 10:02 851 ნახვა

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება კიდევ ერთხელ განიხილეს  საგარეო საქმეთა მინისტრმა  და გაეროს გენერალურ მდივანმა , საუბარი ტელეფონით გაიმართა.  

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამას წინ უძღოდა  განხილვა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, როგორც ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარე ორგანიზაციების ხელმძღვანელობასთან.
 

დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ გარემოზე, საუბარი შეეხო ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს გამართულ უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. გუტიერეშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში