პოლიციამ 30 გრ ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

28 აგვისტო 2019, 10:58 1443 ნახვა

პოლიციამ მარნეულში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ბრალდებული  წარსულში ნასამართლევი იყო და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 30 გრ ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში