გერმანიის საგარეო უწყება დეფაქტო აფხაზეთში მიმდინარე ე.წ საპრეზიდენტიო არჩვენებს არ აღიარებს

27 აგვისტო 2019, 11:11 916 ნახვა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ე.წ. არჩევნებს და მის შედეგებს უკანონოდ მიიჩნევენ.

„ისევე როგორც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირში, ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. „არჩევნების“ არც კონსტიტუციურ და არც სამართლებრივ ჩარჩოს, - ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში. მსგავსი განცხადებები გაკეთდა ამერიკისა და ევროპის 15 სახელმწიფოს მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში