„ბორდერიზაციის“ ბოლო შემთხვევა 20 ივნისის მოვლენებზე რუსეთის რეაქციის ნაწილია-ამერიკის ყოფილი  ელჩის  გზავნილი

24 აგვისტო 2019, 12:27 981 ნახვა

ამერიკის ყოფილი ელჩი, კენეტ იალოვიცი თვლის, რომ გუგუტიანთკარში დაწყებული ბორდერიზაციის ბოლო შემთხვევა რუსეთის რეაქციის ნაწილია 20 ივნისის მოვლენებზე. მისი თქმით, არსებობს რამდენიმე გამოსავალი. მათ შორისაა საქართველოს მხრიდან უფრო მეტად ხილვადი სასაზღვრო ნიშნულების არსებობა.იალოვიცი თვლის, რომ საქართველომ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ნდობის მოპოვებაზე მეტად უნდა იმუშაოს, რაც ბევრი სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება გამოიხატოს.

ამის ერთ-ერთ მაგალითად, კი ელჩი ოკუპირებული რეგიონებიდან ავადმყოფების საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჩამოყვანას მიიჩნევს. იალოვიცმა ასევე აღნიშნა რომ "ეკონომიკური სტიმული იმიტომაა მნიშვნელოვანია ამრეგიონებისთვის, რადგან მათ რუსეთის ზეგავლენისგან გათავისუფლება შეძლონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში