ბათუმში ავარიის გამო გაზი 3000 აბონენტს არ მიეწოდება

23 აგვისტო 2019, 11:31 2505 ნახვა

ბათუმში, მელიქიშვილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთასთან, უნივერსიტეტთან მდებარე შუქნიშანთან, გაზის მილი დაზიანდა. ბუნებრივი აირის მილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს შემთხვევით დააზიანეს. ავარიის გამო, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აბონენტებს  გაზი არ მიეწოდება.

"მიწისქვეშა სამუშაოებს აწარმოებდა კომპანია "პისი მაქსის" წარმომადგენლებს მიწიქვეშ ინტერენტი გაყავდათ. ამ სამუშაოების დროს, საშუალო წნევის 63 დიამეტრიანი მილსადენი დააზიანეს. შედეგად 3000-მდე აბონენტი გათიშულია. აბონეტებს უკვე გაუგზავნეთ შეტყობინებები, მიმიდნარეობს დაზიანებული უბნის ძებნა. შევეცდებით, რომ ოპერატიულად აღდგეს გაზის მიწოდება, სავარაუდოდ საღამოს 8-9 სააათისთვის ჩავრტავთ აბონენტებს" - გვითხრეს სოკარ ჯორჯიაში. 

რუსთაველის ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა ოდნავ შეფერხდა. "სოკარ ჯორჯიას" წარმომადგენლები, დაზიანებულ ადგილს ორ ლოკაციაზე ეძებენ. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში