ორი ვაკანსია აჭარის განათლების სამინისტროში

22 აგვისტო 2019, 11:30 4141 ნახვა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორ პოზიციაზე ვაკანსია აქვს გამოცხადებული. 

სამინისტრო განათლების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს და საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსს ეძებს.

საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსის პოზიციაზე დასაქმების მსურველებს უნდა ჰქონდეთ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება და უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ ამ პოზიციაზე დასაქმებულის ხელფასის ოდენობა 2300 ლარი იქნება.

განათლების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმების მსურველებს კი ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება და უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეთ.

განათლების სამინისტროში დასაქმებულთა მსურველებმა კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი დღეს დღის ბოლომდე უნდა შეიტანონ. (დეტალური ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ საიტზე: www.hr.gov.ge. (გახსენით ლინკი))

კონკურსი სამ ეტაპიანია,პირველ ეტაპზე,  www.hr.gov.ge ატვირთული მოთხოვნილი დოკუმენტების საფუძველზე კანდიდატებს შეარჩევენ, მეორე ეტაპზე ზეპირი დავალებას შეასრულებენ ხოლო მესამე ეტაპზე  გასაუბრებას გაივლიან.

 

ფოტო: სოციალური ქსელიდან

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში