პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მამაკაცს ქუჩაში მობილური და ფული წაართვა

22 აგვისტო 2019, 10:13 1164 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ძარცვის ბრალდებით 36 წლის მამაკაცი დააკავეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ჭავჭავაძის გამზირზე მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ფული და მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ გ.გ. მომხდარიდან მალევე, ქუთაისში დააკავა. სამართალდამცველებმა ფული და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში