ქიბარ ხალვაშის გეგმები

20 აგვისტო 2019, 11:16 899 ნახვა

ტელეკომპანია რუსთავი-2-ის მფლობელის მიერ არხის გაყიდვისთვის დაწესებული ვადა ამოიწურა, მყიდველი კი არ გამოჩენილა. ამასთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშმა განცხადება გამოაქვეყნა: მისი თქმით, ტელეკომპანიის ფინანსური მდგომარეობა მას სავალალო მდგომარეობაში დახვდა და ამაში ის ბრალს ყოფილ დირექტორს და მენეჯმენტს დებს, მისი მოსაზრებით ისინი ტელეკომპანიისთვის საზიანო ფინანსურ პოლიტიკას აწარმოებდნენ. 

აქედან გამომდინარე ქიბარ ხალვაშის განცხადებით „რუსთავი 2“ გაკოტრების წინაშე დგას, თუმცა ის შეეცდება, რომ ყველა რესურსი გამოიყენებს, ფინანსური სტაბილურობის აღსადგენად. ბიზნესმენი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ რუსთავი-2 აქამდე  პოლიტიკური გავლენების ქვეშ იყო და მომავალში ის იქნება პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი