გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია განაახლეს

20 აგვისტო 2019, 12:03 1112 ნახვა

რუსი ოკუპანტები დღეს დილით გუგუტიანთკარში კვლავ გამოჩდნენ. პერიმეტრზე ჯერჯერობით სპეც.ტექნიკა არ შეუყვანიათ, თუმცა რუსი სამხედროები უკანონო ბორდერიზაციის პროცესს განაგრძობენ.

დილიდან ადგილზე იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მდგომარეობას ადგილზე ეცნობა, მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. რუსმა ოკუპანტებმა საფორთიფიკაციო სამუშაოები გუშინაც განახორციელეს და ტერიტორიაზე რკინის ბოძები განათავსეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში