აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

18 აგვისტო 2019, 11:24 1412 ნახვა

აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მტაცებელი ფრინველების მიგრაციას უცხოელი დამკვირვებლები, მეცნიერები და ეკოტურისტები რამდენიმე სადამკვირვებლო პლატფორმიდან 15 ოქტომბრამდე დააკვირდებიან. მათ შორისაა სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმა,სადაც წელს ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო.

ცნობილია ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალის თარიღიც.  მას აჭარა  2-8 სექტემბერს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები. მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ ლექციებსა და პრეზენტაციებს. ფესტივალში ჩართვა,გასვლით ტურებში მონაწილეობა და ლექციებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. 

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით  გაიმართება. ის რეგიონში 2012 წლიდან ტარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში