"მთავარი არხი"-ნიკა გვარამიამ ახალი ტელეკომპანია დააფუძნა

17 აგვისტო 2019, 00:39 5025 ნახვა

ნიკა გვარამიამ ახალი ტელეკომპანია დააფუძნა. ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

"მაშ ასე, ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა მორჩილი.

წილების ეს კომპოზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში.

მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ"-წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ნიკა გვარამია. 

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, რომელსაც გვარამია აქვეყნებს  ახალი ტელეკომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძეა, გენერეალური დირექტორი ნიკა გვარამია, დირექტორი-დიმიტრი საძაგლიშვილი,  დირექტორი თამთა მურადაშვილი.

49%-იანი წილის მესაკუთრე  კახაბერ ანჯაფარიძე, წილის 51%-კი ნიკა გვარამიას ეკუთვნის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი