აშშ: მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე

16 აგვისტო 2019, 11:50 935 ნახვა

,,ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენს საფრთხეს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ვინაიდან აზიანებს სასიცოცხლო საშუალებებს და აფერხებს ხალხისა და საქონლის გადაადგილებას“ - ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ს საელჩო სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის პროცესს.

საქართველოს  ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი მოუწოდებს რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიმოსვლა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების ვალდებულებისამებრ“. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში