ცხოვრება დევნილობაში

14 აგვისტო 2019, 21:21 1308 ნახვა

საკუთარ სახლებს, სოფლებსა და ქალაქებს დაშორებული ადამიანები, უკვე  27 წელია, მხოლოდ იმედის ამარა ცხოვრობენ. მათ დაკარგეს ყველაფერი, იმედის გარდა. ჩვენი სიუჟეტის გმირი, აფხაზეთის ომში დაღუპული კობა მირზაშვილის  დედაა. ნელი მირზაშვილი ყვება ისტორიებს, რომელიც ნათლად ასახავს იმ სიმძიმესა და რეალობას, რაც აფხაზეთში ომის დაწყებამ ადამიანებს მოუტანა. ნელი მირზაშვილმა ომში ვაჟი დაკარგა, მისი ცხედრის გადმოსვენება, შვილის საფლავის გარეშე დარჩენილმა დედამ, 25 წლის შემდეგ მოახერხა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში