15 წლის შემდეგ ბლადაძეები საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაბრუნდნენ

14 აგვისტო 2019, 14:22 5943 ნახვა

15 წლიანი სამართლებრივი დავის შემდეგ, ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანს - როლანდ ბლადაძეს საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში დაუბრუნდა. სადაო  ბათუმში,  გორგილაძის 37 ნომერში მდებარე ბინა იყო, რომელიც სახელმწიფომ როლანდ ბლადაძეს 2004 წელს, როგორც დაუსაბუთებელი ქონება ჩამოართვეს. 

სამი წლის შემდეგ, ჩამორთმეული ბინა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს სიმბოლურ ფასად გადაეცა. 

 ბლადაძეებმა დავა 2004 წელსვე დაიწყეს, მათ საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით  ყველა სასამართლო  ინსტანციას  მიმართეს, რამდენიმე პროცესი წააგეს, თუმცა საბოლოოდ უზენაესი სასამართლომ გადაწყვეტილებით, სახლი პირველ მეპატრონეს დაუბრუნდა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში