მაშველებმა ტყეში 66 წლის დაკარგული კაცი იპოვეს

13 აგვისტო 2019, 15:35 745 ნახვა

მცხეთის მუნიცპალიტეტის სოფელ ლელუბნის მიმდებარედ, ტყეში 66 წლის მამაკაცი დაიკარგა.

დაკარგული მამაკაცი ტყიდან გზის გაკვლევას ვერ ახერხებდა. დახმარების მიზნით, იგი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა.

მაშველებმა რამდენიმე საათიანი საძიებო სამუშოების შემდეგ, მამაკაცი უვნებლად იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში