მაყურებლის გარეშე მატჩის ჩატარების გადაწყვეტილება „დინამომ“ უეფა-ში გაასაჩივრა

13 აგვისტო 2019, 11:00 1739 ნახვა

თბილისის „დინამომ“ უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებაზე აპელაცია შეიტანა.

კლუბი უეფას იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს  რომლის მიხედვითაც, „ფეიენოორდს“ თბილისში, „დინამო-არენაზე“ 15 აგვისტოს უმაყურებლოდ უმასპინძლებს. ასევე, ფინანსური სასჯელის სახით კლუბს 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა და ვალდებულია, ტრიბუნებზე გამოფინოს ბანერი – #equalgame.

უეფას გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე,  სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა   კლუბის მიმართ მკაცრი სასჯელი ევროპის ლიგის მატჩზე აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ გულშემატკივრების სექტორში გამოფენილი ბანერის გამო გამოიყენა  რომელზეც, უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის წევრების აზრით, ფაშისტური სიმბოლიკა იყო.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში