შიმშილობის მეხუთე დღე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით

12 აგვისტო 2019, 12:01 1234 ნახვა

გადადგეს საქართველოს მთავრობა. გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ოკუპაციის წინააღმდეგ -   ამ  მოთხოვნებით მეხუთე  დღეა შიმშილობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი.  

უჩა ოქროპირიძე  ამბობს, რომ  20 ივნისს  მთავრობამ ხალხს პროვოკაცია მოუწყო და  მოქალაქეები დასაჯეს. შიმშილობის აქციას შეუერთდა მწერალი და მხატვარი ჯონი ჯიჯეიშვილიც.

მოშიმშილეები ამბობენ, რომ მათ პროტესტს  აჭარის მთავრობიდან არავინ გამოხმაურებია, იმის მიუხედავად, რომ მათი კარავი მთავრობის რეზიდენციიდან რამდენიმე მეტრშია გაშლილი.  

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში