საქართველოში ჰოლივუდის ფილმს 8 დრონით იღებენ - სად არის გადასაღები მოედანი უცნობია

12 აგვისტო 2019, 11:47 1621 ნახვა

ჰოლივუდის ფილმის რამდენიმე ეპიზოდის გადასაღებად, საქართველოში მაღალტექნოლოგიური უპილოტო საჰაერო ხომალდები დღეს დარეგისტრირდა - ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. 

პროფესიული საჰაერო გადაღებისთვის, 8 უპილოტო საჰაერო ხომალდის დასარეგისტრირებლად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს  ქართულმა კომპანიამ მიმართა. 

როგორც სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერია, შემოქმედებით ჯგუფს  სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის ნებართვაც მისცეს, რაც ფილმის ოპერატორს საშუალებას აძლევს იფრინოს ღია კატეგორიისთვის დაშვებულ სიმაღლეზე მაღლა, შენობა-ნაგებობიდან დაშორების განსხვავებული პირობებით და ა.შ.

დრონები დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის საკუთრებაა. შემოქმედებით ჯგუფს შუამავლობას საქართველოში  ქართული საპროდიუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“-ი უწევს. 

პროექტი „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში