ბათუმის პლაჟიდან ტივტივა ეტლები აიღეს

11 აგვისტო 2019, 21:30 1557 ნახვა

ეტლით მოსარგებლე  დამსვენებელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა ,სადაც ყვება,რომ ბათუმის ბულვარში , ერთი დღის  წინ განთავსებული  შშმ პირთა საცურაო ტივტივები  გუშინ პლაჟზე აღარ დახვდა.  სანაპიროზე ტივტივები დღეს  ისევ  გამოიტანეს .  ბულვარის ადმინისტრაციაში განმარტავენ , რომ გუშინ ზღვაზე  ძლიერი ღელვა  იყო და  ტივტივა  ეტლებით  ბანაობა  მოქალაქეების   უსაფრთხოების  მიზნით აიკრძალა,  ამიტომაც  ეტლები  შეინახეს.

ტივტივებით სარგებლობის   წესებს,  და იმასაც,რომ  დინებისა და ღელვის დროს ეტლის გამოყენება დაუშვებელია,  პლაჟზე  საინფორმაციო დაფებზეც  ნახავთ.    შტორმის  გამო ზღვაზე     ბანაობა   როგორც ტივტივა ეტლებით , ასევე მის გარეშე, დღესაც აკრძალულია. სანაპიროზე წითელი ალმებია აღმართული,  რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა  არ შეიძლება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში