დღეს ყურბან ბაირამია

11 აგვისტო 2019, 09:45 476 ნახვა

დღეს ყურბან ბაირამია. დღესასწაულს მუსლიმები ორჯერ აღნიშნავენ. პირველად მძიმე მარხვის დასრულების დღეს, ხოლო მეორედ მარხვის დასრულებიდან 70 დღის შემდეგ, როცა შესაწირს კლავენ. ბაირამისთვის მლოცველები მეჩეთში მზის ამოსვლამდე იკრიბებიან.

ბათუმის ორთა ჯამეში მორწმუნეების ნაწილი გარეთ, ქვაფენილზე ლოცულობს. ლოცვა პარალელურად ბათუმის ახალი მეჩეთის ტერიტორიაზეც აღევლინება. რამდენიმე ათეული ადამიანი ბაირამის დღესასწაულის ლოცვას ღია ცის ქვეშ ასრულებს.

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი