08.08.08.  

08 აგვისტო 2019, 21:24 1493 ნახვა

 აგვისტოს ომს  12 ადამიანი ემსხვერპლა ფოთში. რუსული ავიაციის  მთავარი და პირველი სამიზნე, ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი-პორტი გახდა. დაბომბვის შედეგად, ნავსადგურის  4 თანამშრომელი დაიღუპა, ისინი არ იყვნენ სამხედრო პირები, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ნავსადგურში გადაზიდვებზე მუშაობდნენ. რუსულ აგრესიას ემსხვერპლა ცხრა რეზერვისტის სიცოცხლეც, ქალაქის ოკუპაცია კი 33 დღე გაგრძელდა. 

ამ დღეების განმავლობაში, რუსი ჯარისკაცები, ძარცვავდნენ, წვავდნენ და აფეთქებდნენ ყველაფერს, რისი განადგურებაც ენანებოდათ, მიჰქონდათ თან. გაძარცვული და დაცარიელებული ქალაქი რუსულმა ტანკებმა, 14 სექტემბერს დატოვეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში