ხელვაჩაურში, რობაქიძის ქუჩის მცხოვრებლები სანიაღვრე არხის სამუშაოების დასრულებას ითხოვენ

07 აგვისტო 2019, 12:19 1128 ნახვა

ხელვაჩაურში, რობაქიძის ქუჩის მცხოვრებლები სანიაღვრე არხის სამუშაოების დასრულებას ითხოვენ. მათი განცხადებით ორი წლის წინ ბათუმის მერიამ ბეტონის სანიაღვრე არხები გააკეთა, თუმცა ღია დატოვა, რომელიც საფრთხის შემცველია.

ქუჩის მკვიდრი ამბობს, რომ დღეს მსხვილფეხა პირუტყვი ჩავარდა. იყო შემთხვევები, როცა ავტომანქანები ჩავარდნენ.

ღია არხი ხშირად მიწით და სხვა ნარჩენებით ივსება, რის გამოც წყალი არ გადის და ქუჩა იტბორება. ბათუმის მერიაში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი