ბეშუმში 50-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა

06 აგვისტო 2019, 20:03 1470 ნახვა

კურორტ ბეშუმში მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეეშეა დარჩენილი. ადგილობრივების ინფორმაციით, კუროორტზე ტრანსფორმატორი აფეთქდა, მათი თქმით, პრობლემა მესხებისა და   გაფენილიწყლის  დასახლებაშია.

მოქალაქეების განცხადებით, ამ უბნებში უკვე მეორე დღეა შუქი არ არის. დამსვენებლები ხულოს მერიას დახმარებას სთხოვენ. 

ხულოს მერიის ინფორმაციით, შეფერხება ტრანსფორმატორის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია. მერიის განცხადებით, 50-ზე მეტი  ოჯახია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი.უწყებაში ირწმუნებიან, რომ ახალი ტრანსფორმატორი უკვე მოძიებულია და ხვალ დღის პირველ ნახევარში ელექტროენერგია აღდგება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი