რამდენჯერმე გაყიდული ბინები - აქცია იუსტიციის სახლთან

05 აგვისტო 2019, 15:26 2118 ნახვა

სამშენებლო კომპანია „ ჩვენი სახლის“ ფართების მფლობელები პროკურატურას მიმართავენ. მოქალაქეები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ შეძენილი ბინები კომპანიიის მენეჯმენტმა რამდენჯერმე გადაყიდა. მათ უფლებებს მედეა ვასაძე იცავს, რომელიც აცხადებს, რომ პროკურატურამ საქმის გამოძიება უნდა დააჩქაროს.

კომპანიაში კი აცხადებენ, ბინების რამდენჯერმე გასხვისება  წინა მენეჯმენტის პირობებში მოხდა და ისინიც გეგმავენ საგამოძიებო უწყებებს მიმართონ და დაზარალებულის სტატუსი მიიღონ. ყოფილი მენეჯმენტი კი მზაობას გამოთქვამს საგამოძიებო უწყებასთან სათანამშრომლოდ და  ირწმუნება, რომ ფაქსიმილია მოიპარეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში