„რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური  დირექტორი პროკურატურაში გამოიკითხა

03 აგვისტო 2019, 21:11 1431 ნახვა

„რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას გაუთქმელობის პირობა ჩამოართვეს. როგორც აღნიშნა, კითხვები ძირითადად მისი მუშაობის პერიოდში, კერძოდ 2015 წელს „რუსთავი 2“-ის შემოსავლებს და სარეკლამო გაყიდვებს ეხებოდა.

ადვოკატ კახა დამენიას განცხადებით, ამ საქმეში რეალურად არავის აინტერესებს რეკლამა ან გაყიდვები. უფლებადამცველის შეფასებით, მიმდინარე გამოძიება არის მცდელობა, რომ მოხდეს იმ ადამიანებზე ზეწოლა. მისი თქმით, კახა დამენიას გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი, რადგან სხვა შემთხვევაში საზოგადოებისთვის ნათელი გახდებოდა, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არსებობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში