სადავო გადაწყვეტილება 

03 აგვისტო 2019, 21:10 1151 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მესამე სექტორში ამბობენ, რომ ნარკოტიკული საშუალებების ამგვარი დაყოფა ბუნდოვანებას იწვევს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალებების დაყოფა რთული იქნება, ვინაიდან კანაფმაც კი რეგულარული მოხმარებისას შესაძლოა, ადამიანის აგრესია გამოიწვიოს.

მისი თქმით, გაცილებით სწორი იქნებოდა თუკი ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს საპატიმროს ნაცვლად, სამკურნალოდ სარეაბილიტაციო ცენტრებში უშვებდნენ. პირი, რომელიც მოიხმარს, შეიძენს ან დაამზადებს ისეთ ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომელიც არ იწვევს სწრაფ შეჩვევას და აგრესიას, ასევე არ შეუქმნის საფრთხეს საზოგადოებას, ადმინისტრაციული წესით 15 დღიანი პატიმრობა არ შეეფარდება. სასამართლოს არ უმსჯელია ნარკოტიკული საშუალებების კატეგორიებზე, ამის განსაზღვრა სასამართლომ კანონმდებლებს დააკისრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში