აჭარაში პოლიციამ 2 ნარკორეალიზატორი დააკავა

03 აგვისტო 2019, 11:06 3778 ნახვა

ბათუმში, 2 ნარკორეალიზატორი დააკავეს. პოლიციამ 1980 წელს და 1963 წლებში დაბადებულებისგან უკანონოდ გაყიდული 10 აბი ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების შესაძენად გადახდილი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გარდა ამისა, ერთ-ერთი ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 22 აბიმდმადა გამომშრალი მარიხუანა, მეორე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას კი - ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში