გამოძიებას გვარამიასთან რამდენიმე საინტერესო კითხვა აქვს - პროკურორი 

02 აგვისტო 2019, 11:00 1383 ნახვა

„რუსთავის 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. ნიკა გვარამია მოწმის სტატუსით არის დაბარებული.

სასამართლოში უკვე მივიდა საქმის პროკურორი. ზვიად გუბელაძე ამბობს, რომ გამოძიებას ტელეკომპანიის ყოფილ ხელმძღვანელთან საინტერესო კითხვები აქვს. არსებობს მტკიცებულებები, რომელზემ ჯერ ვერ ისაუბრებს. 

''რა მტკიცებულებები აქვს ამ ეტაპზე პროკურატურას გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ვერ გავაცხადებთ. არსებობს ორი სხვადასხვა განცხადება, სხვადასხვა პირის შემოტანილი.

რაც შეეხება უშუალოდ კითხვებს, გამოძიებას აქვს რამდენიმე საინტერესო კითხვა და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ შესაბამის და ადეკვატურ პასუხს.

ჩატარდება სრულყოფილი, მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებული მტკიცებულებები შეფასდება, გაკეთდება მათი ანალიზი და მიღებული იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება, რომელსაც საზოგადოებას მივაწვდით'' - უთხრა ჟურნალისტებს პროკურორმა. 

პროკურატურამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან დოკუმენტაციის ამოღებას და ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში