აჭარაში შემოწმებული 84 კვების ობიექტიდან, 9-ში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა-სეს

31 ივლისი 2019, 15:39 12427 ნახვა

2019 წლის ივლისში აჭარაში შემოწმებული 84 კვების ობიექტიდან (კაფე-რესტორნები, სასაკლაოები და სხვ.) 9 შემთხვევაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა, 56 ობიექტი კი  სხვადასხვა დარღვევის  გამო დაჯარიმდა.

კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის დროს ბიზნესოპერატორი ​ 1000 ლარით ჯარიმდება და იმ შეუსაბამობის აღმოფხვრამდე, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საწარმოო პროცესი უჩერდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაჯარიმებული ბიზნესოპერატორებისა და ობიექტების სია.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ ბიზნესოპერატორები სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობენ,  მიცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ და განსაზღვრულ ვადებში ხარვეზებსაც  ასწორებენ. თუმცა, რამდენმა ობიექტმა განაახლა მუშაობა შეუსაბამობის დაფიქსირების შემდეგ სააგენტოში ზუსტი მონაცემები  არ აქვთ.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში  ამბობენ, რომ გასულ წელთან შედარებით დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რასაც კონტროლის გამკაცრებითა და ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის ზრდით ხსნიან.

შემოწმებისას ყურადღება ექცეოდა ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ტემპერატურულ რეჟიმს, სურსათის შენახვის პირობებსა და ვადებს, მიკვლევადობას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში