ქედის ორ სოფელში მერია დამატებითი სახსრების მოძიებას ცდილობს

29 ივლისი 2019, 12:19 1178 ნახვა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქედის ორ სოფელში მერია დამატებითი სახსრების მოძიებას  ცდილობს.  12 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული სოფელ მოსიაშვილებში განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის. მოსახლეობამ პრიორიტეტად გარეგანათების დამონტაჟება, წისქვილის რეაბილიტაცია და სასაფლაოების შემოღობვა დაასახელა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სასაფლაოების შემოღობვისთვის 16 ათასი ლარია საჭირო.

12 ათასი ლარია გათვალისწინებული აღნიშნული პროგრამით სოფელ აქუცისთვის, თუმცა, მოსახლეობის მოთხოვნას- სოფლის სახლის რეაბილიტაციას  60 ათასი ლარი სჭირდება.  პრეტენზიები აქვთ სოფელ ზვარეშიც. აქ ამბობენ, რომ  მცირე თანხის გამო სოფლისთვის უფრო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ღონისძიება- წყლის პრობლემა,  ვერ  სრულდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში