4 წელი ''მთის კანონის'' მიღებიდან

27 ივლისი 2019, 20:00 1553 ნახვა

4 წლის წინ, 2015 წლის 16 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. დღეისათვის საქართველოში არსებული დასახლებების თითქმის ნახევარი-ათას 731 დასახლება მაღალმთიანის  სტატუსით სარგებლობს.  თუმცა, აქ მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 9% ცხოვრობს. არადა, კანონის ავტორებს იმედი ჰქონდათ, რომ მისი ამოქმედებით, მთიდან მიგრაცია შემცირდებოდა, უკვე მიგრირებული მოსახლეობა კი, ისევ მთას დაუბრუნდებოდა.

სახელმწიფო შეღავათებით, მთაში მცხოვრები ადამიანების, მათ შორის პენსიონერებისა და პედაგოგების ფინანსური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესებულიყო და ინტერესი, მთიან დასახლებებში ბიზნესის დაწყებისა  გაზრდილიყო. 4 წლის თავზე, უკვე შეიძლება საუბარი, ამ მხრივ რა შეცვალა მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის  კანონმა, რომლითაც ამ დროისთვის,  ჯამში,  245 ათას 287 ადამიანი სარგებლობს.

ამ მხრივ, საინტერესო სტატია გამოქვეყნდა თვითმმართველობის პორტალზე დროა.გე.  ფირუზ ბოლქვაძე და სულიკო დოლიძე კი, შეეცადნენ კანონის ეფექტიანობა, ხულოს მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალ სოფლებში გადაემოწმებინათ.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში