აჭარაში ხეები უკანონოდ გაჩეხეს

25 ივლისი 2019, 10:25 1702 ნახვა

ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა 13 ერთეული კაკლისა და 101 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე-ტყის ჭრა და შემდგომში ტრანსპორტირება, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოახდინეს.

სამართალდარღვევა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს.

გარდა აღნიშნულისა, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შუახევის მუნიციპალიტეტში 2 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში. მომხდარზე გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში