„შესაძლოა, მან დააანონსა პოლიტიკური გეგმები ერთი კვირის წინ, მაგრამ ეს საქმე გაცილებით ადრეა დაწყებული - არჩილ თალაკვაძე

24 ივლისი 2019, 12:46 1537 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარე TBC ბანკის დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენებას მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ აქტივობას არ უკავშირებს.არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ საქმის გამოძიება გაცილებით უფრო ადრე არის დაწყებული.

მისივე განცხადებით, პარლამენტი თვალს ადევნებს ამ საქმეს.

''რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე ყურადღებით მივადევნებთ თვალს, რომ როგორც მხარეების ინტერესები, ასევე თავად ბატონების უფლებები იყოს დაცული, რომელიც მათ კონსტიტუციით და კანონით აქვთ მინიჭებული, ასევე მივადევნებთ თვალს, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული. მე ვფიქრობ რომ მთავარი არის საქმე ამოიწუროს და გაეცეს პასუხები იმ კითხვებს, რომელიც ამ საქმეში არსებობს. ეს იქნება როგორც სახელმწიფოსთვის ასევე ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის მნიშვნელოვანი'' - უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მამუკა ხაზარაძისთვის ბრალის წაყენება, მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ აქტივობებს, არჩილ თალაკვაძე ასე პასუხობს: „შესაძლოა, მან დააანონსა პოლიტიკური გეგმები ერთი კვირის წინ, მაგრამ ეს საქმე არის ინიცირებული  გაცილებით ადრე. უკვე თვეების განმავლობაში ვადევნებთ თვალს დისკუსიას. ეს დროში წინ უსწრებდა პოლიტიკური გეგმების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.''

თიბისი ბანკის საქმეზე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. 

ისინი დღეს პროკურატურაში დაიბარეს. საქმე ეხება ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში