ავარია ხელვაჩაურში - დაშავადა ერთი ადამიანი

23 ივლისი 2019, 20:20 9236 ნახვა

დღეს,23 ივლისს,ხელვაჩაურში, “ღვინის სახლთან”, ავტოავარიის დროს ერთი ადამიანი დაშავადა. ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში